2008 წელს გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების
დროს შიდა ქართლის მხარეში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთსა და სამთავისის ტერიტორიაზე
აღმოჩენილ იქნა არქეოლოგიური ძეგლი , რომელიც მიეკუთვნება პალეოლითიდან ძვ. წ II-I სკ -ის ეპოქას.
2015 წელს გორაზე აღმოაჩინეს ძვ.
წ VII სკ-ის ტაძარი, სადაც
დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი
წარწერა გამოვლინდა. დღემდე უცნობი წარწერა საქართველოში დამწერლობის გამოყენების
2700 წლიან ისტორიას თვლის . წარწერა გამოსაკვლევად გაგზავნილ იქნა მაიამის ბეტა ლაბორატორიაში.
მაიამის მიერ დადგენილი თარიღი ძვ. წ XI-X საუკუნეებია.
გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი
მასალა ცხადყოფს , რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა განვითარებული საზოგადოება,
რომელსაც 3000 წლის წინ დამწერლობა ჰქონდა. ამ აღმოჩენით საქართველო ჩაეწერა ყველაზე
დიდი ცივილიზაციების რიგში, რაც აქამდე იცოდა კაცობრიობამ.
No comments:
Post a Comment