დამწერლობის საფეხურები


დამწერლობის განვითარების საფეხურები

ქართულმა დამწერლობამ ჩამოყალიბებიდან დღემდე სამი საფეხური განვლო: ასომთავრული (მრგვლოვანი) , ნუსხური და მხედრული.
V-IX  საუკუნეების ქართული წერილობითი ძეგლები  შესრულებულია ასომთავრული ანბანით. ასეთებია , მაგალითად: ბოლნისის, პალესტინის, უკანგორის , წყისის, ურბნისის წარწერები, ადიშის ოთხთავი და სხვა.

 
IX საუკუნიდან გვაქვს  ნუსხური დამწერლობის ნიმუშები. გ. აბრამიშვილმა გამოაქვეყნა ათენის ერთ-ერთი წარწერა, რომელიც 835 წლით თარიღდება და იგი ნუსხური დამწერლობის უძველესი ნიმუშია.  ნუსხურითაა შესრულებული სინური ლექციონარი, ოშკის ბიბლია, სინური ოთხთავი და სხვ.
 ზოგადად, ნუსხურად გადაწერილ ხელნაწერებში ასომთავრული ანბანით წერდნენ ხოლმე სათაურებს, იწყებდნენ აბზაცებს.

მხედრული ანბანის ყველაზე ძველ ნიმუშებს  X   საუკუნით ათარიღებენ. გ. აბრამიშვილის და ზ. ალექსიძის აზრით ატენის სიონის უძველესი მხედრული წარწერა 982-986 წლებით უნდა დავათარიღოთ. X_XI  საუკუნეში კი, მკვლევართა აზრით, გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული მხედრული ანბანი.
ამრიგად, X საუკუნეში სამი ანბანის თანაარსებობა გვაქვს: ასომთავრულის , ნუსხურის და მხედრულის . ასომთავრულსა და ნუსხურს ხუცურსაც უწოდებენ, რადგან მას უპირატესად სასულიერო მწერლობაში იყენებდნენ, ხოლო მხედრული საერო მწერლობაში გამოიყენებოდა.


No comments:

Post a Comment

ჩემს შესახებ

ბლოგერი: მარი კოსტანტინოვი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთას საჯარო სკოლის  მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ...