დედანის დღე


დედაენის დღე

1977 წლის  7 ოქტომბერს საბჭოთა კავშირში მიიღეს ახალი კონსტიტუცია, ამ კონსტიტუციის შესაბამისად, მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციაც უნდა ყოფილიყო მისი კონსტიტუციის ანალოგიური. საბჭოთა კავშირში რუსიფიკატორული პოლიტიკა ითვალისწინებდა , რომ მოკავშირე ქვეყნების სახელმწიფო ენა ყოფილიყო რუსული.
  1978 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა , რომ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენებისათვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთვა და მის ადგილზე რუსული ენა დაეკანონებინა. ამ ფაქტის შედეგად , ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს  და ხდებოდა მეორეხარისხოვანი ენა.
უზენაესი საბჭოს სხდომას ესწრებოდა აკაკი ბაქრაძე, რომელმაც კარგად დაინახა, თუ რა საფრთხე ემუქრებოდა ქართულ ენას და საქართველოს სსრ უზენაესის ქმედება მან გააცნო თსუ უნივერსიტეტის სტუდენტებს. ამის საპასუხოდ სტუდენტებმა 1978 წლის 14 აპრილს მოაწყეს მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა. სტუდენტების გამოსვლა თბილისის პარალელურად , მიმდინარეობდა ბათუმშიც.
 საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ ეს ფაქტი აცნობა მოსკოვში ცეკას პირველ მდივანს ლ. ი. ბრეჟნევს  საბჭოთა ხელისუფლება მოერიდა საერთაშორისო სკანდალს  ჰელსინკის 1975 წლის შეთანხმების დარღვევას და მომავლისთვის გადადო მოკავშირე რესპუბლიკებში რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება.
 ამის შემდეგ მოკავშირე რესპუბლიკებში სომხეთში , უკრაინაში, მოლდავეთში და ასე შემდეგ. ნება დართეს კვლავ თავიანთი ენა ყოფილიყო სახელმწიფო ენა.
  ამ მოვლენების ფონზე საქართველოს ეროვნული მოძრაობის, ჰელსინკის ჯგუფის წევრები ზ. გამსახურდია, მ . კოსტავა,   ა. რცხილაძე  კვლავ აქტიურად აგრძელებდნენ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად.
 1990 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 14 აპრილი დედაენის დღედ გამოაცხადა.





No comments:

Post a Comment

ჩემს შესახებ

ბლოგერი: მარი კოსტანტინოვი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთას საჯარო სკოლის  მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ...